უახლესი ანალიზები და კომენტარები

გადამდგარი ბოლტონი და ტრამპის ობამასეული მომენტი

მიერ Jiri Valenta and Leni Friedman Valenta  •  2019 წლის 21 ნოემბერი

  • ჩანს ობამას მსგავსად ტრამპმაც ვერ გააანალიზა, რომ როდესაც შეერთებული შტატები სირიას ტოვებს, მტრები ვაკუუმს სასწრაფოდ ავსებენ;

  • "საკუთარ თავს აღვწერდი, როგორც პრო-ამერიკელს", თქვა ბოლტონმა - "კაცობრიობის თავისუფლების მთავარი იმედი შეერთებული შტატებია, მაშასადამე, ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვა, მსოფლიოს მშვიდობის მთავარი სტრატეგიაა." მისი აზრით, ნელნელა ამერიკამ, საერთაშორისო ინსტიტუტებთან რისკიანი გართულებებით და გულუბრყვილო ორმხრივი შეთანხმებებით, თავისი მოქმედების არეალი შეამცირა. – (The Atlantic-თან, 2009 წლის 8 მარტი);

  • ამერიკელი ხალხი, აუცილებლად მშვიდობის მაძიებელ კანდიდატებს არ ირჩევს. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ახალი პრეზიდენტისგან, "ჭაობის დაშრობის" მოლოდინი აქვს. ბოლტონი მართალია: ამერიკელი ხალხი არა ისეთ კანდიდატებს სწყალობს, რომლებიც სიმშვიდეს ეძებენ, არამედ იცავენ ამერიკულ ღირებულებებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს და ადამიანის უფლებებს.

როგორც ჩანს, ობამას მსგავსად ტრამპმაც ვერ გააანალიზა, რომ როდესაც შეერთებული შტატები სირიას ტოვებს, მტრები ვაკუუმს სასწრაფოდ ავსებენ. (ფოტოს ავტორი: Mark Wilson/Getty Images)

გასულ თვეში რაღაც უპრეცედენტო მოხდა. ბოლტონი, რომელიც თანამდებობის დატოვებას აპირებდა, სატელევიზიო ჯგუფების, იდეოლოგიური მოწინააღმდეგეებისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ, უარყოფილი იქნა. შემდეგ, ბოლტონმა პირველად დაიწუნა საჯაროდ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ხედვა. ამასობაში, ავტორიტეტულმა ამერიკელმა ადვოკატმა, ალან დერშოვიცმა სწორად აღნიშნა, რომ ბოლტონის წასვლა, "ეროვნული კატასტროფის" ტოლფასია.

რეალურად, ბოლტონის გადადგომას, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სერიოზული მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ბოლოს დროს ბოლტონი ვეღარ შეეგუა დონალდ ტრამპის "ობამასეულ მომენტს".

გააგრძელეთ სტატიის კითხვა

ირანი ტრამპისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლას ცდილობს

მიერ Majid Rafizadeh  •  2019 წლის 10 ნოემბერი

  • ინიციატივა, რომელშიც ირანის მთავრობა ჩაერთო, რეგიონში დაძბულობას ამძაფრებს, უმიზნებს გლობალურ ენერგო ბაზარს, მიმართულია ბაზარზე ფასების მომატებისკენ, რათა შემდგომში, ყველაფერში ტრამპის ადმინისტრაცია იქნას დადანაშაულებული;

  • საფრთხე, რომელსაც ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უმზადებს, რეალური და ყურადსაღებია და მისი შეჩერებისთვის, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა საჭირო.

ირანი აქტიურად ცდილობს სპარსეთის ყურეში ვითარების ესკალაციას. ბრიტანული დროშით მცურავი Stena Impero-ს დაკავება, შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის შანტაჟის ნაწილია. სურათზე: ბრიტანული Stena Impero და ერთ-ერთი ირანული კატერი.

ირანის მთავრობის გავლენები შეერთებული შტატების საზოგადოებრივ მოსაზრებებზე არც ისეთი უმნიშვნელოა. მათ არჩევნებზე ზემოქმედებაც შეუძლიათ და გარკვეული პრობლემების შექმნაც 2020-ში.

ირანმა, ისლამური რევოლუციის შემდგომი ერა 52 ამერიკელი დიპლომატისთვის თავისუფლების აღკვეთით დაიწყო. 1979 წლის 4 ნოემბრის კრიზისის დროს, რეჟიმმა თეირანში, ამერიკელი დიპლომატები, 444 დღით მძევლად აიყვანა.

იმ დროისთვის ახლად დაარსებულმა თეოკრატიულმა რეჟიმმა, ცხადად წამოიწყო მტრის მიმართ მანიპულაციები და მას "დიდი სატანაც" უწოდა. 1981 წლის 20 იანვარს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციისთანავე, მათ მძევლები გაათავისუფლეს. ცალსახაა, რომ მძევლების კრიზისი, პრეზიდენტ კარტების უუნარობასაც უკავშირდებოდა, რაც გახდა კიდეც მისი 1980 წლის არჩევნებში მარცხის მიზეზი.

მსგავაც ამისა, მოვლენების თანამედროვე განვითარება მიანიშნებს იმაზე, რომ ირანის ახლანდელ მმართველ ელიტას, დონალდ ტრამპის ერთვადიან პრეზიდენტად ქცევა სურთ.

გააგრძელეთ სტატიის კითხვა

მიგრანტთა კრისიზმა ევროპა თავდაყირა დააყენა

მიერ Giulio Meotti  •  2017 წლის 6 ნოემბერი

  • "მიგრანტების კრიზისი ევროპისთვის 11 სექტემბრის ტერაქტს წააგავს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაფერი შეიცვალა. ამ დროს ამერიკამ თავისი სისუსტეების შესახებ აღმოაჩინა. მიგრანტებს ევროპაში მსგავსი შედეგები მოაქვთ. ეს კრიზისი ღრმად უთხრის ძირს დემოკრატიის, ტოლერანტობის და თავად ლიბერალიზმის იდეებს, რომლებმაც ჩვენი იდეოლოგიური ლანდშაფტი ჩამოაყალიბა." – ივან კრაცევი, ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარე ქალაქ სოფიაში და ვენის ჰუმანიტარული ინსტიტუტის წევრი.

  • დღეს ევროპულ საზოგადოებას ევროკავშირის ინსტიტუტები უბრალოდ სძულს. ისინი მათ აღიქვამენ, როგორც მულტიკულტურალიზმსა და იმიგრაციას – ანუ არამხოლოდ როგორც გულგრილს ხალხის პრობლემების მიმართ, არამედ როგორც დამატებით პრობლემას.

ათასობით მიგრანტი ტოვარნიკის რკინიგზის სადგურზე, ხორვატია, 17 სექტემბერი, 2015 (ფოტოს ავტორი: Jeff J Mitchell)

რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც გერმანიამ მილიონამდე ლტოლვილს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებიდან საზღვრები გაუხსნა, უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ეს დემოკრატიების დესტაბილიზაციას ნიშნავდა. ის მაშინვე დემაგოგად და ქსენოფობად იქნა შერაცხული. ორი წლის შემდეგ ორბანს დამცველები გამოუჩნდნენ. როგორც Politico წერს, ბევრი ევროპელი ლიდერი ირჩევს უნგრეთის პრემიერ–მინისტრის რიტორიკას, ის კი თავად აცხადებს, რომ "ჩვენი პოზიცია დროდადრო უმრავლესობის პოზიცია ხდება".

ევროპაში უკვე ბევრი ხვდება რას გულისხმობს ივან კრაცევი, ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარე ქალაქ სოფიაში და ვენის ჰუმანიტარული ინსტიტუტის წევრი თავის მოსაზრებაში, რომელიც ახლახანს Le Figaro–ს განუმარტა:

გააგრძელეთ სტატიის კითხვა

ასირიელთა დამოუკიდებლობის საკითხისათვის

მიერ Amir George  •  2017 წლის 16 ნოემბერი

  • არსებობს ლტოლვილთა პრობლემების გადაჭრის გზა, საუკუნოვანი დევნის შემდეგ. მხოლოდ ასირიელ ქრისტიან ლტოლვილებს კიარ შეეძლებოდათ დარჩენილიყვნენ იქ, სადაც არიან, არამედ როგორც ებრაელებს, მათ შეეძლებოდათ დაბრუნებულიყვნენ სახლში.

  • როდესაც საუბარია ერაყის გათავისუფლებაზე, როგორც შეცდომაზე, გვავიწყდება სადამ ჰუსეინი და მისი ორი ვაჟი, რომლებმაც საშინელი ტერორი დაატეხეს თავიანთ ხალხს. თუკი ერაყში, რომელიმე სახლში სტუმრად შეხვალთ, ერთ ფოტოსურათს მაინც ნახავთ, რომელზეც მათი ის ოჯახის წევრია გამოსახული, რომელიც ჰუსეინის რეჟიმს ემსხვერპლა.

  • ასირიელი ქრისტიანებისთვის არსებობს ისაიას ორმაგი წინასწარმეტყველება. პირველი, "ერთ დღესაც", მათ ექნებათ სახელმწიფო – ასირია. მეორე, მათი პარტნიორები იქნებიან ეგვიპტე და ისრაელი.

ასირიელი ქრისტიანი მღვდელი, ჩარბელ აეზო აღავლენს აღდგომის ლიტურგიას წმინდა იოანეს ტაძარში, ქრისტიანულ ქალაქ ქარაქოშში, 2017 წლის 16 აპრილი, ქალაქ მოსულის მახლობლად, ერაყი.

მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიონი ასირიელი ქრისტიანი ცხოვრობს.

2003 წელს, ერაყის მთავრობის მიერ გაცხადებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2.5 მილიონი ასირიელი ქრისტიანი იყო, ანუ მოსახლეობის 10%. დაანრჩენი 3.5 მილიონი კი მიმოფანტულია ყველგან, ავსტრალიით დაწყებული, ევროპის ქვეყნებითა და ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული.

ასირიელი ქრისტიანები – ასურეთის იმპერიის მკვიდრთა შთამომავლები, პირველი ერია, ვინც ქრისტე მიიღო და ახლა ისინი ერაყის მკვიდრი მოსახლეობაა.

მიუხედავად უძველესი ცივილიზაციის შთამომავლებისა, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მათი სასაუბრო ენა არამეული, ანუ ქრისტეს სასაუბრო ენაა, ისინი თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ლტოლვილების სტატუსით ცხოვრობენ.

ქურთისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმდინარე ნაბიჯების დროს, ასირიულმა მსოფლიო საზოგადოებამ ჩამოაყალიბა ფორმალური მოთხოვნა, რომ მათ ერაყის კონსტიტუციასთან შესაბამისობით, გამოეყოთ არეალი თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდილოეთ ერაყში, ნინევიის დაბლობზე.

გააგრძელეთ სტატიის კითხვა

დასავლელი ლიდერების მიზანი: თავიდან აიცილონ ცვლილება და ჩამოიშორონ პასუხისმგებლობა

მიერ Douglas Murray  •  2017 წლის 20 ნოემბერი

  • დასავლური სამყაროს პოლიტიკურ ლიდერებს აშკარად ემჩნევათ, რომ განსაზღვრული პრიორიტეტები გააჩნიათ, რაც უძრაობას მიანიშნებს, ეს კი ნიშნავს, რომ პრობლემისთვის უბრალოდ მშვიდად შეხვედრა მოგვიწევს.

  • ამის მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათ იციან, რომ ეს პროცესები თავიანთი მთავრობების ბრალია, რომელთა საქმიანობამ შედეგად ასეთი თავდასხმები გამოიწვია. თუკი ქვეყნები, როგორებიცაა კანადა, საფრანგეთი, ფინეთი, უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ ეროვნული უშიშროების კუთხით, ისინი ამდენი რისკების წინაშე არ დადგებოდნენ.

  • იმისათვის რომ პოლიტიკურ ექოებს თავი ავარიდოთ, რომლებიც მიმდინარე ვითარებას მარად დაჰყვება, უბრალოდ საჭიროა, რომ ტერორიზმი მოვნათლოთ, როგორც უბრალოდ ამინდი, რომელიც ჩვენ ყოველთვის თან გვდევს, ან კიდევ ყურადღება არ მივაქციოთ ორ გარდაცვლილ ქალს, რომლებიც ქუჩაზე წევნან და მთავარ პრობლემად და გამოწვევად "ფანატიკოსი" ევროპელები ჩავთვალოთ.

დღეს ევროპაში კარგად არ გვესმის და ვერ ვაცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომლებშიც ახლა ვიმყოფებით.

უამრავი კამპანია ტარდება სხვადასხვა პოლიტიკოსების თაოსნობით, რომლებიც დემონსტრაციებისას, თითქოსდა საზოგადოებას ახალ პრობლემებზე ესაუბრებიან, სინამდვილეში, ეს საკითხები ან უბრალოდ არარსებულია, ან კიდევ მეორე ხარისხის პრობლემებია. მაგალითად, მიმდინარე წელს ავსტრიის პრეზიდენტი თვალწარმტაცი წინადადებით გამოვიდა. ხალხის მოწოდებაზე, რომ აეკრძალათ სრულად დაბურული სახით ქუჩაში გადაადგილება, მწვანეთა პარტიის ყოფილმა ლიდერმა პასუხად განაცხადა:

"თუკი ასეთი მკვეთრი ისლამოფობია გაგრელდება, დადგება დღე, როდესაც ყველა ქალისთვის მოგვიწევს თხოვნა, რომ თავშალი ატარონ, ყველასთვის, ყოველგვარი სოლიდარობის გარეშე მათ მიმართ, ვინც ამას რელიგიური მიზეზების გამო აკეთებს."

გააგრძელეთ სტატიის კითხვა

გერმანია: ისლამის აღზევება

მიერ Giulio Meotti  •  2017 წლის 15 ნოემბერი

  • თურქები გერმანიაში 900 მეჩეთს აკონტროლებენ და ხმამაღლა ამბობენ, რომ ე.წ. "ლიბერალური მეჩეთები" შეუფერებელია ისლამური იდეოლოგიისთვის.

  • წარმოგიდგენიათ გერმანიამ რომ ერაყს, სირიასა და ეგვიპტეს 200 ახალი ტაძრის მშენებლობა შესთავაზოს, მათ ტერიტორიებზე მიტოვებული და ჩამოშლილი ქრისტიანული ჯგუფების მხარდასაჭერად ? არა, რადგან ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანობა უბრალოდ აღგვილია პირისაგან მიწისა.

  • გამოცემა Die Welt–ის მიხედვით, ქრისტიანები გერმანიაში, 20 წელიწადში უმცირესობაში იქნებიან.

  • ჩვენ მხოლოდ ტაძრებს კიარა, ყველაზე მნიშნელოვანს, ჩვენ კულტურას ვკარგავთ და საკუთარი ღირებულებების მიმართ რწმენასაც კი.

ახალი მეგა–მეჩეთი კიოლნში, რომელიც 1200 მლოცველს იტევს და ყველაზე მაღალი მინარეთია ევროპაში. (გამოსახულების წყარო: Raimond Spekking/Wikimedia Commons)

იან ფლაიშაუერმა, გამოცემა Der Spiegel–ის ჟურნალისტმა, გერმანული ქრისტიანობის შესახებ საკითი დასვა – "თვითსეკულარიზაცია, როგორც გერმანული ეკლესიის ლიკვიდაცია."

გერმანელი ეპოსკოპოსების კონფერენციაზე გავრცელდა ინფორმაცია 2016 წლისთვის კათოლიციზმის მიმდევართა კლების შესახებ. მხოლოდ ერთ წელიწადში, გერმანულმა კათოლიკურმა ეკლესიამ 162,093 მოწრმუნე და 537 სამრევლო დაკარგა. 1996 წლიდან მოყოლებული, კათოლიკური საზოგადოებების მეოთხდი დაიხურა. "რწმენა აორთქლდა", განაცხადა კარდინალმა ფრიდრიხ ვეთერმა, რომელიც მიუნხენის არქიეპოსკოპოსი 1982–დან 2007 წლამდე იყო.

გააგრძელეთ სტატიის კითხვა