დღეს ევროპაში კარგად არ გვესმის და ვერ ვაცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომლებშიც ახლა ვიმყოფებით.
უამრავი კამპანია ტარდება სხვადასხვა პოლიტიკოსების თაოსნობით, რომლებიც დემონსტრაციებისას, თითქოსდა საზოგადოებას ახალ პრობლემებზე ესაუბრებიან, სინამდვილეში, ეს საკითხები ან უბრალოდ არარსებულია, ან კიდევ მეორე ხარისხის პრობლემებია. მაგალითად, მიმდინარე წელს ავსტრიის პრეზიდენტი თვალწარმტაცი წინადადებით გამოვიდა. ხალხის მოწოდებაზე, რომ აეკრძალათ სრულად დაბურული სახით ქუჩაში გადაადგილება, მწვანეთა პარტიის ყოფილმა ლიდერმა პასუხად განაცხადა:
"თუკი ასეთი მკვეთრი ისლამოფობია გაგრელდება, დადგება დღე, როდესაც ყველა ქალისთვის მოგვიწევს თხოვნა, რომ თავშალი ატარონ, ყველასთვის, ყოველგვარი სოლიდარობის გარეშე მათ მიმართ, ვინც ამას რელიგიური მიზეზების გამო აკეთებს."
ასეთი დღე ჯერ არ დამდგარა. ავსტრიის მასშტაბით არამუსლიმებისთვის ჯერ არ მოუთხოვნიათ თავშლის ტარება, მუსლიმთა სოლიდარობის მიზნით. მაგრამ შესაძლოა ეს მალე მოხდეს. მაგალითდ მაშინ, როდესაც ავსტრიის პრეზიდენტი ან სხვა ავტორიტეტული პირი განაცხადებს, რომ ისლამოფობია იმდენად მგზნებარე გახდა, რომ ყველა ქალს თავშლის ტარება უნდა ვთხოვოთ. სამაგიეროდ, ქალთა მიმართ რეალური, მომაკვდინებელი თავდასხმების შესახებ, ჯერ დაზუსტებით არავინ არაფერს ამბობს.
ამას წინად, მარსელში ორი, 20 და 21 წლის ასაკის გოგონები მატარებლის სადგურზე გადაადგილდებოდნენ. ერთი სამედიცინოს სტუდენტი იყო, ხოლო მეორე ძიძებისთვის მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა. უცბათ ისინი ერთმა კაცმა – "ალაჰ აკბარის" შეძახილთან ერთად, ორივენი დანით დახოცა. ამ ადამიანს, რომელიც შემდგომში პოლიციამ მოკლა, რამდენიმე პირადობის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა, სახელად აჰმედი ერქვა, დაბადებული 1987 წელს.
მარსელის ეს თავდასხმა სხვა მსგავს შემთხვევებსაც გვახსენებს, რომლებიც ბოლო წლებია ხდება. მაგალითად მკვლელობას აგვისტოში, რომელსაც ორი ქალის გარდაცვალება და 8 ადამიანის დაშავება, ქალაქ ტურკუში, ფინეთში მოჰყვა. თავდასხმის შემსრულებელი 22 წლის მოროკოელი იყო, რომელმაც 1 წლით ადრე ფინეთში შეღწევის მიზნით თავისი ასაკი და სახელი გააყალბა.
ტურკუს შემდეგ არაფერი შეცვლილა, ასევეა მარსელის შემთხვევაც. სწორედ იმ დღეს, როდესაც მარსელში მომხდარი ამბის შესახებ გავიგეთ, მუსლიმებმა თავდასხმა მოაწყეს კანადაშიც. ედმონტონში, 30 წლის სომალელმა დანით მოკლა პოლიციელი და სატვირთოთი გადაუარა ფეხით მოსიარულეებს, ხოლო დამნაშავის მანქანაში მოგვიანებით ISIS–ის დროშა იპოვეს. ამ სისასტიკის პასუხად, კანადის პრემიერ–მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განცხადება გააკეთა:
"ჩვენ არ და ვერ მივცემთ ნებას მოძალადე ექსტრემისტებს, რომ ფესვი გაიდგან ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვიცით, რომ კანადის ძლიერება მის მრავალფეროვნებაშია და ვისაც ჩვენი შეშინება და გაყოფა სურს, ამ მიზანს ვერასოდეს მიაღწევს."
ასეთი პასუხი თავისი ფორმულირებით აშკარად ევროპულია – და უკვე ტიპიური, ყველა ევროპაში თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ.
იგი არ მიანიშნებს პრობლემის არავითარ ახლებულ გააზრებაზე. ეს ნიშნავს, რომ ხდება რაღაც, რასაც ვერ შევცვლით და ამიტომ, მას უბრალოდ მშვიდად უნდა შევხვდეთ. "მრავალფეროვნება ჩვენი ძლიერებაა", ეს ამ უკვე კარგად შეთხზული ჰიმნის ერთ–ერთი ძირითადი ფრაზაა.
სხვაგვარი პასუხის ნაკლებობა აშკარად სახეზეა. ამ საზარელი აჩრდილის – "ისლამოფობიის" პასუხი კი პოლიტიკურ ლიდერებს დასავლეთში მრავლად აქვთ. ეს პრობლემა იმდენად პრიორიტეტულია, რომ მის მოსაგვარებლად ისინი ქალებს ჩაცმის სტილის ცვლილებასაც კი სთავაზობენ, რათა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს სოლიდარობა აჩვენონ. ხოლო მათი თანამემამულე ქალების მკვლელობისა და დანით ძალადობის შემთხვევებში კი არაფერია პასუხი, გარდა სიტყვისა – "განაგრძეთ".
ამის მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათ იციან, რომ ეს პროცესები თავიანთი მთავრობების ბრალია, რომელთა საქმიანობამ შედეგად ასეთი თავდასხმები გამოიწვია. თუკი ქვეყნები, როგორებიცაა კანადა, საფრანგეთი, ფინეთი, უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ ეროვნული უშიშროების კუთხით, ისინი ამდენი რისკების წინაშე არ დადგებოდნენ. მაგალითად, კანადის პრემიერ–მინისტრს, რომ ასეთი სათნოება არ გამოეჩინა და ასე ღიად არ გაეხსნა ქვეყნის საზღვრები, ამდენად რთული საიმიგრაციო გამოწვევები მას არ ექნებოდა. ტრიუდოს რომ ეფიქრა – "ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე" და არ აღენიშნა, რომ "ჩვენი ძლიერება მრავალფეროვნებაშია", კანადური მრავალფეროვნება სომალურ ექსტრემიზმს ნამდვილად ვერ შესწვდებოდა.
ამასთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპელი ლიდერები საკუთარი საზღვრების საკითხების მიმართ იმდენად მოდუნებულნი არიან, რომ მხოლოდ მას შემდეგ ახსენდებათ ლტოლვილების ვინაობისა და წარმომავლობის შესახებ, რაც ისინი შუა ქუჩაში ქალებსა თუ სხვა მოქალაქეებს მიაყენებენ ზიანს. ასეთ მომენტებამდე, პოლიტიკოსებს სულაც არ ადარდებთ თუ რისთვის და რომელი გაყალბებულის მიზეზის გამო გადაადგილდება ამდენი ხალხი მათ კონტინენტზე.
იმისათვის რომ პოლიტიკურ ექოებს თავი ავარიდოთ, რომლებიც მიმდინარე ვითარებას მარად დაჰყვება, უბრალოდ საჭიროა, რომ ტერორიზმი მოვნათლოთ, როგორც უბრალოდ ამინდი, რომელიც ჩვენ ყოველთვის თან გვდევს, ან კიდევ ყურადღება არ მივაქციოთ ორ გარდაცვლილ ქალს, რომლებიც ქუჩაზე წევნან და მთავარ პრობლემად და გამოწვევად "ფანატიკოსი" ევროპელები ჩავთვალოთ.