როგორც ჩანს, ობამას მსგავსად ტრამპმაც ვერ გააანალიზა, რომ როდესაც შეერთებული შტატები სირიას ტოვებს, მტრები ვაკუუმს სასწრაფოდ ავსებენ. (ფოტოს ავტორი: Mark Wilson/Getty Images) |
გასულ თვეში რაღაც უპრეცედენტო მოხდა. ბოლტონი, რომელიც თანამდებობის დატოვებას აპირებდა, სატელევიზიო ჯგუფების, იდეოლოგიური მოწინააღმდეგეებისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ, უარყოფილი იქნა. შემდეგ, ბოლტონმა პირველად დაიწუნა საჯაროდ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ხედვა. ამასობაში, ავტორიტეტულმა ამერიკელმა ადვოკატმა, ალან დერშოვიცმა სწორად აღნიშნა, რომ ბოლტონის წასვლა, "ეროვნული კატასტროფის" ტოლფასია.
რეალურად, ბოლტონის გადადგომას, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სერიოზული მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ბოლოს დროს ბოლტონი ვეღარ შეეგუა დონალდ ტრამპის "ობამასეულ მომენტს".
"ობამასეული მომენტი", "სტრატეგიული მოთმინება" "სტრატეგიული გამჭრიახობის" წინააღმდეგ
2017-ში, ეს მომენტები განმარტებული იქნა, როგორც "სტრატეგიის არარსებობა" და "პოლიტიკა, რომელმაც წარმოშვა მხოლოდ დამარცხებული სახელმწიფოები, ისლამისტების მიერ მართვადი ქაოსი, მზარდი ტერორისტული თავდასხმები ევროპაში და კატასტროფულად ბევრი ვალი". ამას დავუმატოთ პრობლემების მუდმივი გადაუჭრელობა და არც ისე საჭირო კომპრომისების ტენდენცია საგარეო მტრებთან. ობამას ასეთი დოქტრინა, "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკად" იქნა წოდებული.
ამისგან განსხვავებით, 2017 წლის დასაწყისში, ინტელექტუალური მოემრების ჩართულობით, თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა და პრეზიდენმა ტრამპმა, თავიანთი მოღვაწეობა რამდენიმე კარგი "აფეთქებით" დაიწყეს. პირველ რიგში, მათ ბაშარ ალ ასადი, მოქალაქეებზე ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სირიის საჰაერო ბაზებზე შეტევით დასაჯეს.
ამ საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ტრამპმა ე.წ. ბომბთა დედა, ავღანეთში, თალიბანის თავზე ჩამოაგდო. ამ გადამწყვეტ მომენტს მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის სანაპიროსთან დიდი საზღვარო არმადის დრამატული მიახლოება, რაც, შეერთებული შტატების არმიის, საჰაერო ძალებისა და ტრამპის საჯარო გამოსვლების ზეწოლასთან ერთად განხორციელდა.
მოკლედ, გემის ახალ კაპიტანს თავის გუნდთან ერთად, წინა რამდენიმე ადმინისტრაციის მსგავსად, პრობლემები გვერდზე არ გადაუდია. ნაცვლად ამისა, ახალი გუნდი პრობლემებს პირისპირ შეხვდა, დაიწყო გზავნილების მკაფიო გახმოვანება და შეეცადა კორეის მანიაკალური ლიდერის შეჩერებას, რომლის ბირთვულ რაკეტებსაც, უკვე გუამის ნაპირებამდე მიღწევაც კი შეეძლო.
"სტრატეგიული მოთმინების" დასასრულს, ეს მოქმედებები ქმნიდა ახალ ტრამპის დოქტრინას, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ, "სტრატეგიული გამჭრიახობა" - რაც ნიშნავს ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ჭკვიანურ, დიპლომატიურ, გადამწყვეტ, გამბედავ და სამართლებრივად სწორ გამოყენებას. ბოლტონმა, რომელიც იმ დროისთვის გეითსტოუნ ინსტიტუტის თავმჯდომარე იყო, სასიამოვნოდ იყო გაოცებული პრეზიდენტი "პრო-ამერიკულობით", რაც, 2019 წლის მარტის ინტერვიუში აისახა:
"საკუთარ თავს აღვწერდი, როგორც პრო-ამერიკელს", თქვა ბოლტონმა - "კაცობრიობის თავისუფლების მთავარი იმედი შეერთებული შტატებია, მაშასადამე, ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვა, მსოფლიოს მშვიდობის მთავარი სტრატეგიაა." მისი აზრით, ნელნელა ამერიკამ, საერთაშორისო ინსტიტუტებთან რისკიანი გართულებებით და გულუბრყვილო ორმხრივი შეთანხმებებით, თავისი მოქმედების არეალი შეამცირა.
ტრამპის წარმატებული საშინაო პოლიტიკა
ტრამპი აპლოდისმენტებს იმსახურებს მექსიკის საზღვარზე კედლის წარმატებით მშენებლობისთვის, უდიდესი მიღწევაა კარგად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ეკონომიკის ყველასთვის მოულოდნელი ზრდა და სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან, ახალი შეთანხმებების მიღწევა.
თუმცა, 2019 წლის სექტემბერში, პრეზიდენტსა და ბოლტონს შორის უთანხმოების მიზეზი, ობამას დროინდელი ნაკლებად მუშა პოლიტიკის, "სტრატეგიული მოთმინებისკენ" მიბრუნება და უკან დახევაა. საგულისხმოა რომ ბოლტონმა, იშვიათი სიმამაცე გამოავლინა მედიის მიერ მიყენებულ თავდასხმებზე, რომლებიც, მას აგრესიის წამქეზებლად მოიხსენიებდნენ.
საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტში, როგორიცაა ისრაელის მხარდაჭერა, ისინი თანხმდებოდნენ, თუმცა, ნაკლები იყო თანხმობა უკრაინის შეიარაღებასა და ირანის საკითხზე.
ობამასეული მომენტი სირიაში
როგორც ჩანს, ობამას მსგავსად ტრამპმაც ვერ გააანალიზა, რომ როდესაც შეერთებული შტატები სირიას ტოვებს, მტრები ვაკუუმს სასწრაფოდ ავსებენ. ამ უკანდახევის "დანაკარგების" სიაში, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისიც შედის, რომელმაც, ამასთან შეგუებას გადადგომა არჩია. ბოლტონმაც, თანამდებობა სულ ერთ თვეში დატოვა. ეს მათი პატრიოტული მსხვერპლშეწირვა იყო, რადგან, უარყოფით გავლენებს ეროვნულ ინტერესებში ნათლად ხედავდნენ.
ქურთი პარტნიორების თურქეთის სამხედროების ანაბარად მიტოვება ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს უკრაინაზეც, რადგან, შეერთებული შტატების მიმართ ნდობა თავისთავად შემცირდება.
ჩრდილოეთ კორეა: უკან სტრატეგიული მოთმინებისკენ
კიმ ჯონგ უნის მიმართ "სტრატეგიული გამჭრიახობის" მქუხარე დემონსტიტების შემდეგ, ტრამპი ამ საქმეშიც "სტრატეგიულ მითმინებას" დაუბრუნდა. ძალის ჩვენება, დიპლომატიურ სამიტებად გარდაიქმნა.
ტრამპმა იფიქრა, რომ კიმს უძრავი ქონების სააგენტოს კლიენტის მსგავსაც გაესაუბრებოდა. მან სისხლიანი და უმოწყალო კიმის ქებას მიჰყო ხელი, რაც ასევე არ იყო მისაღები ბოლტონისთვის.
შესაბამისად, მისგან წამოვიდა გაფრთხილება, რომ "ასეთ ვითარებაში, კიმი ბირთვულ იარაღზე არასდროს იტყვის უარს." გამოვიდა, რომ ბირთვული არსენალის მშენებლობის პარალელურად, ჩრ. კორეის ლიდერები ამერიკელ დიპლომატებთან მოლაპარაკებებში იმარჯვებდნენ.
ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, იმავე მეთოდებით ცდილობდა კიმის მამასთან შეთანხმების მიღწევას. "დათმობები და დათმობები", ასეა შეაფასა ეს მოლაპარაკებები ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩენიმ. რაისმა, ჩრ. კორეა ტერორისტების დამფინანსებელთა სიიდანაც კი ამორიცხა.
ამ შემთხვევაშიც, ტრამპმა შეასრულა ჩრ. კორეის მთავარი მოთხოვნა - გააუქმა შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები. მეტიც, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი (რაც ტრამპის თხოვნით განხორციელდა), სულაც არ ყოფილა მისთვის სასიამოვნო და მოსახერხებელი.
გარდამტეხი მომენტი ირანში
ირანთან მიმართებით, გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც მათ მოკავშირეთა გემზე იერიში მიიტანეს და ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. ტრამპის რეაქცია, რომ არ გამოეყენებინა ძალა და სამიზნეების დასაბომბად მომზადებული თვითმფირნავები შეეჩერებინა, კარგად გაგახსენებდათ ობამას სუსტ მიდგომებს. მეტიც, მისი ინერტულობა გემზე იერიშისა და საუდის არაბეთში ნავთობსადგურზე თავდასხმის შემდეგ, შესაძლოა, ირანის ახალი აგრესიული ქმედებების მაპროვოცირებელი გახდეს.
ტრამპის ბოლოდროინდელი შეხედულება, რომ ყველაფერი მოლაპარაკებებით მოაგვაროს, ზედმეტად იქცევს ყურადღებას. სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი პრეზიდენტი დასჯიდა ირანს სამხედრო ძალის გამოყენების გამო, ერთის, ბარაქ ობამას გამოკლებით.
ვიდრე ტრამპი ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებს აგრძელებს, ალბათ თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, ისინიც შეაჩერებენ იარაღის დამზადებას. მნიშვნელოვანია სანქციების განგრძოობადობა, რეჟიმის შერყევა და ძალის გამოყენებაც, საჭიროების შემთხვევაში. ტრამპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, დამანგრეველი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა იყო, რომელმაც, სინამდვილეში, ირანს ბირთვული იარაღის დამზადების შესანიშნავი შესაძლებლობები მისცა.
ტირანიის ტრიო: კუბა, ვენესუელა და ნიკარაგუა
ამასთან, ვენესუელაში ვითარება გაუარესებულია, რაც "ტირანიის ტრიოს" ნაწილია ამერიკის კონტინენტზე. ვენესუელა, რომელიც ერთ დროს მდიდარი OPEC-ის ქვეყანა იყო, 20 წელია კრახისკენ მიექანება. ხალხს აუტანელ მდგომარეობაში, შიმშილის ზღვარზე უწევს ცხოვრება. ქვეყანა ისვება ნარკოტიკით, დანაშაულითა და ჰესბოლას წარმომადგენელი ტერორისტებით.
პრეზიდენტმა პუტინმა, კუბას დახმარებით, არად ჩააგდო მონროს დოქტრინა, როდესაც ვენესუელას "სოციალისტურ" რეჟიმს სამხედრო დახმარება გაუგზავნა და ნიკოლას მადუროს დაუჭირა მხარი. ტრამპს ვერც რუსულ-ჩინურმა სამხედრო დახმარებამ დააწყებინა ფიქრი მოქმედებაზე. "თვითები" და მუქარა უბრალო სიტყვები აღმოჩნდა და გასაკვირი არაა, რომ დადებითად ვერ იმოქმედა.
ობამასეულმა მომენტმა ერდოღანიც "შეაგულიანა"
2019 წლის ზაფხულის რუსულ-სირიულმა იერიშებმა, ათობით ათასი სირიის მოქალაქე ქვეყნიდან გააქცია, რომლებიც, ახლა თურქეთის გავლით ცდილობენ ევროპაში ჩაღწევას. ამ ყველაფერმა, ერდოღანს მხოლოდ შანტაჟის ახალი იარაღი მისცა. იგი ევროპას ემუქრება, რომ 3.6 მილიონი სირიელი ლტოლვილით "დატბორავს".
გაკვეთილები რეიგანისგან
პრეზიდენტმა ტრამპმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სამხედრო და საგარეო პოლიტიკის ექსპერტების რჩევები, რომლებმაც კარგად იციან ისტორია, სტრატეგია და გეოპოლიტიკა. რასაც იგი დღეს აკეთებს, კლინტონის, ობამას, ბუშის შეცდომების სამწუხარო გამეორებაა. მან უნდა გააანალიზოს, რომ შესაძლოა, ერდოღანის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულება მოუწიოს. იგი არ შეიძლება შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე იყოს, როდესაც, NATO-ს მოთხოვნების შეუსაბამოდ, რუსეთისგან იარაღის შეძენაშია ჩაბმული.
1983-84 წლების კამპანიაში, დემოკრატებისგან ალყაში მოქცეული რონალდ რეიგანი სულაც არ მიიჩნევდა თავს მშვიდობისმყოფელად და ამზადებდა გრენადაში შეჭრას, ლენინისტური რეჟიმის მიერ მოწყობილი გადატრიალების საწინააღმდეგოდ.
ამერიკელი ხალხი, აუცილებლად მშვიდობის მაძიებელ კანდიდატებს არ ირჩევს. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ახალი პრეზიდენტისგან, "ჭაობის დაშრობის" მოლოდინი აქვს. ბოლტონი მართალია: ამერიკელი ხალხი არა ისეთ კანდიდატებს სწყალობს, რომლებიც სიმშვიდეს ეძებენ, არამედ ისეთებს, რომლებიც იცავენ ამერიკულ ღირებულებებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს და ადამიანის უფლებებს.