რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც გერმანიამ მილიონამდე ლტოლვილს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებიდან საზღვრები გაუხსნა, უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ეს დემოკრატიების დესტაბილიზაციას ნიშნავდა. ის მაშინვე დემაგოგად და ქსენოფობად იქნა შერაცხული. ორი წლის შემდეგ ორბანს დამცველები გამოუჩნდნენ. როგორც Politico წერს, ბევრი ევროპელი ლიდერი ირჩევს უნგრეთის პრემიერ–მინისტრის რიტორიკას, ის კი თავად აცხადებს, რომ "ჩვენი პოზიცია დროდადრო უმრავლესობის პოზიცია ხდება".
ევროპაში უკვე ბევრი ხვდება რას გულისხმობს ივან კრაცევი, ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარე ქალაქ სოფიაში და ვენის ჰუმანიტარული ინსტიტუტის წევრი თავის მოსაზრებაში, რომელიც ახლახანს Le Figaro–ს განუმარტა:
"მიგრანტების კრიზისი ევროპისთვის 11 სექტემბრის ტერაქტს წააგავს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაფერი შეიცვალა. ამ დროს ამერიკამ თავისი სისუსტეების შესახებ აღმოაჩინა. მიგრანტებს ევროპაში მსგავსი შედეგები მოაქვთ. ეს კრიზისი ღრმად უთხრის ძირს დემოკრატიის, ტოლერანტობის და თავად ლიბერალიზმის იდეებს, რომლებმაც ჩვენი იდეოლოგიური ლანდშაფტი ჩამოაყალიბა. ეს ევროპული პროექტის პოლიტიკური დინამიზმის გარდამტეხი მომენტია."
ათასობით მიგრანტი ტოვარნიკის რკინიგზის სადგურზე, ხორვატია, 17 სექტემბერი, 2015 (ფოტოს ავტორი: Jeff J Mitchell)
მიგრაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევროპის საჯარო ფინანსებზე. მაგალითისთვის ავიღოთ ორი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტად ეტყობა მისი შედეგი. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხოლოდ 2016 წელს 21.7 მილიარდი ევრო ამ საკითხთან გასამკლავებლად დახარჯა. ამასთან, როგორც დაანონსდა, გერმანელები თავდაცვის ხარჯების გაზრდას 6.1 მილიარდიდან 8.3 მილიარდამდე სწორედ ამ პრობლემის გამო აპირებენ.
იტალიაში, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა, რომ 2017 წელს ქვეყანა 4.2 მილიარდ ევროს მხოლოდ მიგრანტებისთვის დახარჯავს, ეს კი 2016 წლის სრული ბიუჯეტის 1/7 ნაწილია. ესპანეთში კი ახლახანს განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში, კეუტა და მელილა, სადაც მიგრანტებს ესპანეთის ტერიტორიისგან მორიდების მიზნით იფარებენ, 12 მილიონი ევროთი დაფინანსდება. ევროპის ყველა ნაწილში იძულებულნი არიან გამოყონ დამატებითი ფინანსები და რესურსი მიგრანტთა კრიზისის აღმოსაფხვრელად, ამან კი ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი თავისთავად შეცვალა.
სებასტიან კურცის ავსტიულმა ტრიუმფმა და ანდრეი ბაბისის ჩეხეთში გამარჯვებამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გააფართოვა ის ჯგუფები, რომლებიც ბრიუსელის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან – ანუ გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც არ სურთ იმდენი მიგრანტის მიღება, რამდენსაც მათგან ევროკაშირი ითხოვს. იმიგრაციის საკითხები ევროპის იდეოლოგიურ ხაზს ორად ჰყოფს. არამხოლოდ ზღუდეები, არამედ მეტოქეობა, უნდობლობა და სიძულვილი ორად ჰყოფს ევროპულ საზოგადოებას ისე, როგორც აქამდე არასდროს. დღეს ევროპულ საზოგადოებას ევროკავშირის ინსტიტუტები უბრალოდ სძულს. ისინი მათ აღიქვამენ, როგორც მულტიკულტურალიზმსა და იმიგრაციას – ანუ არამხოლოდ როგორც გულგრილს ხალხის პრობლემების მიმართ, არამედ როგორც დამატებით პრობლემას.
კიდევ ერთი პოლიტიკური მიწისძვრა, რომელიც მიგრაციის კრიზისს სდევს თან, არის "სოციალ–დემოკრატიის დაკნინება დასავლეთში", როგორც ეს ჯოსეფ ჯოფმა, Der Zeit–ის რედაქტორმა განაცხადა. ყველგან, სადაც მსგავსი სახის კრიზისს ვხვდებით, სოციალ–დემოკრატიული პარტიები უბრალოდ მიიცვალნენ, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ ისინი ამ გამოწვევას ვერ უძლებენ. 20 წლის წინ ეს მემარცხენე ლიბერალი მთავრობები იყვნენ ყველგან – ესპანეთში, ბრიტანეტში, გერმანიაში... მაგრამ დღეს ისინი ყველგან ოპოზიციაში არიან იტალიის გარდა. ნორვეგიიდან დაწყებული ავსტრიით დასრულებული, დღეს ევროპა იმართება კონსერვატიული მთავრობების მიერ.
2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც მიგრანტების კრიზისმა თავი იჩინა, გერმანიაში ჩადენილი დანაშაულებიდან ნახევარზე მეტი სწორედ მიგრანტების მიერ განხორციელდა, როგორც ეს Heritage Foundation–ის კვლევებიდან ირკვევა. ასევე, ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, რომელიც ახლა რაქაში დამარცხდა, ეს წარმონაქმნი კრიზისის მთავარ მიზეზად იქცა და უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოებისთვის. მათი დაპყრობილი ტერიტორიებიდან, ისლამურმა სახელმწიფომ რამდენიმე მსხვილი ტერორისტული აქტის დაგეგმვა და მოწყობა მოახერხა.
აღნიშნული კრიზისი იქცა ასევე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სტრატეგიული გაძლიერების საბაბად ევროპის მიმართ. იგი ევროპულ სახელმწიფოებს მუდმივად ახსენებს, რომ მისთვის საჭირო დათმობებზე არწასვლისა და ფულადი სახსრების გადაუხდელობის შემთხვევაში, გახსნის თურქეთის საზღვარს და გაუღებს კარს მილიონობით მიგრანტს ევროპისკენ. ერდოღანმა მხოლოდ ის კიარ მოითხოვა, რომ მწერლები და ჟურნალისტები დააკავონ, იგი ასევე ეცადა ნიდერლანდებისა და გერმანიის არჩევნებში ჩარევას, რასაც აღნიშნულ ქვეყნებში თურქ მოსახლეობაზე მანიპულირებით ცდილობდა.
Pew Research–ის კვლევამ ცხადყო, თუ რამდენად უცვლის ფორმას მიგრაცია ევროპულ ქვეყნებს. მხოლოდ 2016 წელს, შვედეთის მოსახლეობა 1%–ზე მეტით გაიზარდა. ეს ზრდა მიგრაციითაა განპირობებული და მეორე ყველაზე მასშტაბური მოსახლეობის ზრდაა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. მიგრანტების რიცხვი შვედეთის სრულ მოსახლეობაში 16.8%–დან 18.3%–მდე გაიზარდა 2015 და 2016 წლებში.
ავსტრია და ნორვეგია, ორი ასევე მასშტაბურგი მიგრაციის ქვეყანა (მოსახლეობის 15% 2016 წლის მონაცემებით მიგრანტი იყო), ასევე მიგრაციის ხარჯზე 1%–ით გაიზარდა. გამოცემა Die Welt–ის ცნობით, 18.6 მილიონი გერმანიაში მცხოვრები, ანუ მოსახლეობის თითქმის 1/5, ქვეყანაში მოხვდა მიგრაციის შედეგად.
მაკიაველის ცენტრმა იტალიაში გამოაქვეყნა კვლევა – "როგორც ცვლის იტალიის დემოგრაფიულ მდგომარეობას მიგრაცია", სადაც სჩანს დემოგრაფიის უპრეცედენტო ძვრები, რომელსაც ადგილი აქვს მიგრაციის კრიზისიდან გამომდინარე.
პანდორას დემოგრაფიული რევოლუციის ყუთი უკვე გახსნილია.
ორი წლის წინ უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ერთადერთი იყო ვინც ამბობდა, რომ საჭიროა "ქრისტიანი ევროპის" შენარჩუნება. დღეს კი, მისი ერთ–ერთი ყოფილი მთავარი ოპონენტი, დონალდ ტუსკი, ევროპის საბჭოში ამბობს:
"ჩვენ კულტურული საზოგადოება ვართ, რაც იმას კიარ ნიშნავს, რომ ვინმეზე კარგები ან უარესები ვართ, არამედ იმას, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილისგან განვსხვავდებით... ჩვენი გახსნილობა და ტოლერანტობა არ ნიშნავს ჩვენი მემკვიდრეობისთვის ზურგის შექცევას."
2015 წელს ყველას, ვინც კულტურაზე საუბრობდა, რასიზმში სდებდნენ ბრალს, დღეს კი ასეთი მიდგომა მთავარ მიმართულებად იქცევა.
ისლამიზმის დასავლეთთან ბრძოლის მდგომარეობამ, რომელმაც კულტურული, რელიგიური დაპირისპირება გამოიწვია, ევროპა გადაატრიალა.