იან ფლაიშაუერმა, გამოცემა Der Spiegel–ის ჟურნალისტმა, გერმანული ქრისტიანობის შესახებ საკითი დასვა – "თვითსეკულარიზაცია, როგორც გერმანული ეკლესიის ლიკვიდაცია."
გერმანელი ეპოსკოპოსების კონფერენციაზე გავრცელდა ინფორმაცია 2016 წლისთვის კათოლიციზმის მიმდევართა კლების შესახებ. მხოლოდ ერთ წელიწადში, გერმანულმა კათოლიკურმა ეკლესიამ 162,093 მოწრმუნე და 537 სამრევლო დაკარგა. 1996 წლიდან მოყოლებული, კათოლიკური საზოგადოებების მეოთხდი დაიხურა. "რწმენა აორთქლდა", განაცხადა კარდინალმა ფრიდრიხ ვეთერმა, რომელიც მიუნხენის არქიეპოსკოპოსი 1982–დან 2007 წლამდე იყო.
გამოცემა Die Welt-ის მიხედვით, მომდევნო 20 წელიწადში ქრისტიანები გერმანიაში უმცირესობაში იქნებიან. ქვეყნის 60% დღეს ქრისტიანია, აქედან 24 მილიონი კათოლიკეა, ხოლო 23 მილიონი პროტესტანტი. მაგრამ ყოველწლიურად ეს რიცხვი ნახევარი მილიონით იკლებს, მხოლოდ გადარცვალების ინდექსიდან გამომდინარე. "ეს სტატისტიკა მხოლოდ ვიზიტორთა დაკვირვების შედეგადაც კი შეიძლება მარტივად გამართლდეს, რადგან ტაძრები უბრალოდ ცარიელია", – აცხადებს კათოლიკე თეოლოგი ჯორჯ ვაიგელი.
იმავე მდგომარეობაშია გერმანული პროტესტანტიზმი. Die Zeit–ის ცნობით, 2016 წელს 340 000 პროტესტანტი გარდაიცვალა, მათგან 180 000 ბაპტისტი. 190 000 ადამიანმა უბრალოდ დატოვა ტაძარი და მხოლოდ 25 000 შეურთდა მას.
თავის ყველაზე ცნობილი ლექციის დროს, პაპმა ბენედიქტ XVI–ემ თქვა, რომ დასავლეთი, თუმცა იგი არ ცნობდეს უხილავს, უნდა იმოქმედოს "etsi Deus daretur", თითქოს არსებობს ღმერთი. ძველმოდური ქრისტიანული საზოგადოება აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ თუნდაც სეკულარული დასავლეთისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ შეიარჩუნოს ის, რასაც იგი მყარად ეფუძნება – ქრისტიანული ღირებულებები.
როგორც წინასწარ სჩანს, შემდეგი სტადია გერმანული რელიგიური და კულტურული სივრცისა, ეფუძნება ათეიზმს და ორ უმცირესობაში მყოფ რელიგიას – ქრისტიანობას და ისლამს. თუკი სეკულარიზმის მიმდევრები არ მიჰყვებიან დასავლურ ქრისტიანულ მემკვიდრეობას, მინიმუმ არ დაიცავენ მის ღირებულებებს, ორივენი, ათეისტები და ქრისტიანები შებოჭილნი იქნებიან პოლიტიკურად აღმავლობის გზაზე მყოფი წამყვანი რელიგიის, ისლამის მიერ. ცნობილი მუსლიმური ფუნდამენტალისტი ორგანიზაცია, რომელიც გერმანიის ხელისუფლებამ გააუქმა, ღიად აცხადებდა საკუთარ მოძღვრებას, როგორც ჭეშმარიტ რელიგიას. ისინი თვლიან, რომ ქრისტიანულ ღირებულებებზე წინ დადგომა შეუძლიათ.
გერმანიაში ქრისტიანობის ჭკნობის დრამატული მაგალითები არსებობს. ტრირის დიოცეზში, რომელიც უძველესი კათოლიკური სამრევლოების დაბადების ადგილია, 2020 წლისთვის ასეთი სამრევლოების რაოდენობა 903–დან სულ 35–მდე დაიკლებს. ესენის დიოცეზში 200 სამრევლო დაიხურა და მისი რიცხვი 43–მდე დაეცა.
დემოგრაფიული კლება რელიგიური კრიზისის კიდევ ერთი ფაქტორია. "ქრისტიანობა ნამდვილად კვდება ევროპაში", განაცხადა კონრად ჰაკეტმა, რომელიც დემოგრაფიის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელია. ევროპის მასშტაბით, 2010–დან 2015 წლამდე ქრისტიანების სიკვდილიანობამ, მათ შობადობას 6 მილიონით გადააჭარბა. მხოლოდ გერმანიაში 1.4 მილიონი ქრისტიანით მეტი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა.
ასეთი კლება აისახა ასევე სამღვდელოების შევსების კრიზისში. გერმანიის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ საიტზე დაიწერა, რომ ოსნაბრუკისა და მაინცის ერთეულებში, წლის განმავლობაში არც ერთი მღვდელი არ დამატებულა, ხოლო მიუნხენის არქდიოცეზს 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მღვდელი დაემატა. მიუნხენის არქდიოცეზის მასშტაბით მხოლოდ 37 სემინარიაა, რომელიც 1.7 მილიონი კათოლიკესთვისაა განკუთვნილი. შედარებისთვის, აშშ–ში კერძოდ, ნებრასკისა და ლინკოლნის დიოცეზებში 49 სემინარია მხოლოდ 96 000 კათოლიკე მრევლისთის ფუნქციონირებს. შტატებში ქრისტიანობა ძლიერია, ხოლო გერმანიაში ის თითქმის კვდება.
გერმანელმა არქიტექტორმა, ხოაკიმ რეინიგმა, Die Tageszeitung–ს განუცხადა, რომ მუსლიმი მიგრანტების ინტეგრაცია ტაძრების ნგრევასა და მათი მეჩეთებით ჩანაცვლებას გამოიწვევს. ეს ცოტა სიგიჟეს ჰგავს, მაგრამ იგი დრამატული სიმართლეა. ისტორიკოსმა უოლტერ ლაკერმა თავის წინგში – ევროპის უკანასკნელი დღეები, აღწერა, რომ გერმანიაში 1980–იანი წლებისთვის 700 პატარა მეჩეთი და სალოცავი ოთახი იყო, მაგრამ დღეს მათი რიცხვი 2500–მდე გაიზარდა. თუკი გერმანიაში ქრისტიანობა ქრება, ისლამი მომძლავრებას იწყებს.
თურქულ–ისლამურმა გაერთიანებამ რელიგიურ საკითხებში ახლახანს ახალი დიდი მეჩეთი გახსნა გერმანიის ქალაქ კიოლნში. იგი 1200 მლოცველს იტევს და მისი მინარეთის სიმაღლე ევროპაში რეკორდულია. Deutsche Welle–ის მიხედვით, ქრისტიან ლიდერებს თმები ყალყზე დაუდგათ, როდესაც კიოლნის ცნობილი კათედრალის პირისპირ ახალი მინარეთის წვერი დაინახეს. როდესაც 2007 წელს ამ მეჩეთის მშენებლობა იგეგმებოდა, მოქალაქეებმა გამოთქვეს მოსაზრება – "ჩვენ აქ კათედრალი გვინდა და არა მინარეთი". ამის შედგემ იყო, რომ მუსლიმური თემების ხელმძღვანელებმა მეჩეთების რაოდენობის გაორმაგება განიზრახეს.
ახალი მეგა–მეჩეთი კიოლნში, რომელიც 1200 მლოცველს იტევს და ყველაზე მაღალი მინარეთია ევროპაში. (გამოსახულების წყარო: Raimond Spekking/Wikimedia Commons) |
თურქმა მაღალჩინოსნებმა არამხოლოდ მეგა–მეჩეთის მშენებლობა ისურვეს, არამედ მათ ცოტაოდენი ირონიაც გამოიჩინეს. სახელმდობრ, მათ მეჩეთის დასაპროექტებლად არქიტექტორ პოლ ბომს მიმართეს, რომლის მამა და პაპა გერმანიის ყველაზე ცნობილი ტაძრების არქიტექტორები იყვნენ. თუმცა უმცროს ბომს უკვე ახალი ტაძრების დიზაინის დაპროექტებისთის აღარავის მიუმართავს.
მას შემდეგ რაც რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა, მან თურქეთში 17 000 ახალი ისლამური სალოცავი გახსნა. იგია მთავარი ფიგურა ასევე ევროპაში მეჩეთების მშენებელთა ინიციატორებს შორის. როგორც Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, თურქეთი პირდაპირ აკონტროლებს 900 მეჩეთს გერმანიაში და ღიად აცხადებს, რომ "ლიბერალური მეჩეთები" ეს ისლამური იდეოლოგიისთვის შეუსაბამოა. სწორედ ამიტომ ეშინია გერმანიის მოსახლეობის 57%–ს ისლამის აღზევებისა თავიანთ ქვეყანაში.
როდესაც კანცლერმა ანგელა მერკელმა 2014 წელს გერმანიის კარი გახსნა მასობრივი მიგრაციისთვის, მას არ უფიქრია ამ ფაქტის თანმდევი კულტურული პრობლემების შესახებ.
როგორც ერდოღანმა განაცხადა – "ჩვენი მინარეთები ჩვენი ხიშტებია, ჩენი თაღები ჩვენი ჩაფხუტები, ხოლო ჩვენი მეჩეთები კი ჩვენი ბარაკები". ფაქტობრივად, ისლამური რეჟიმები გერმანიაში რელიგიური ვაკუუმის შევსებას ცდილობენ. საუდის არაბეთმაც გააკეთა შეთავაზება 200 ახალი მეჩეთის აღმართვაზე – "თითო მეჩეთი ყოველ 100 ლტოლვილზე".
წარმოგიდგენიათ გერმანიამ რომ ერაყს, სირიასა და ეგვიპტეს 200 ახალი ტაძრის მშენებლობა შესთავაზოს, მათ ტერიტორიებზე მიტოვებული და ჩამოშლილი ქრისტიანული ჯგუფების მხარდასაჭერად ? არა, რადგან ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანობა უბრალოდ აღგვილია პირისაგან მიწისა. ევროპაში ქრისტიანები საერთოდაც ქრებიან საკუთარი თვითსეკულარიზაციის გამო. ჩვენ მხოლოდ ტაძრებს კიარა, ყველაზე მნიშნელოვანს, ჩვენს კულტურას ვკარგავთ და რწმენასაც კი, საკუთარი ღირებულებების მიმართ.