ირანი აქტიურად ცდილობს სპარსეთის ყურეში ვითარების ესკალაციას. ბრიტანული დროშით მცურავი Stena Impero-ს დაკავება, შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის შანტაჟის ნაწილია. სურათზე: ბრიტანული Stena Impero და ერთ-ერთი ირანული კატერი. |
ირანის მთავრობის გავლენები შეერთებული შტატების საზოგადოებრივ მოსაზრებებზე არც ისეთი უმნიშვნელოა. მათ არჩევნებზე ზემოქმედებაც შეუძლიათ და გარკვეული პრობლემების შექმნაც 2020-ში.
ირანმა, ისლამური რევოლუციის შემდგომი ერა 52 ამერიკელი დიპლომატისთვის თავისუფლების აღკვეთით დაიწყო. 1979 წლის 4 ნოემბრის კრიზისის დროს, რეჟიმმა თეირანში, ამერიკელი დიპლომატები, 444 დღით მძევლად აიყვანა.
იმ დროისთვის ახლად დაარსებულმა თეოკრატიულმა რეჟიმმა, ცხადად წამოიწყო მტრის მიმართ მანიპულაციები და მას "დიდი სატანაც" უწოდა. 1981 წლის 20 იანვარს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციისთანავე, მათ მძევლები გაათავისუფლეს. ცალსახაა, რომ მძევლების კრიზისი, პრეზიდენტ კარტების უუნარობასაც უკავშირდებოდა, რაც გახდა კიდეც მისი 1980 წლის არჩევნებში მარცხის მიზეზი.
მსგავაც ამისა, მოვლენების თანამედროვე განვითარება მიანიშნებს იმაზე, რომ ირანის ახლანდელ მმართველ ელიტას, დონალდ ტრამპის ერთვადიან პრეზიდენტად ქცევა სურთ.
მათი ინიციატივის დასაწყისი, კიბერ იერიშში გამოიხატა. მაიქროსოფთის განცხადების მიხედვით, ჰაკერებმა, რომლებიც ირანის რეჟიმთან არიან დაკავშირებულნი, ტრამპის 2020 წლის კამპანია ამოიღეს მიზანში.
Quote "ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ ახლახანს შევნიშნეთ მნიშვნელოვანი კიბერ აქტივობები ჯგუფ 'ფოსფორის' მიერ, რომელიც, ირანული წარმომავლობის უნდა იყოს და კავშირი უნდა ჰქონდეს ირანის მთავრობასთან".
"აგვისტო-სექტემბრის 30 დღიან მონაკვეთში, მაიქროსოფთმა, ჯგუფ 'ფოსფორის' 2700-მდე აქტივობა და 241 ანგარიშზე შეტევა დააფიქსირა. აღნიშნული ანგარიშები დაკავშირებულია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიასთან, ყოფილი და ახლანდელი მთავრობის მაღალჩინოსნებთან, ჟურნალისტებთან, რომლებიც, გლობალური პოლიტიკის შესახებ ეწევიან საქმიანობას."
"ეს ძალისხმევა მიუთითებს, რომ 'ფოსფორი' გარკვეული მასალისა და რესურსების მოპოვებისთვის მეტისმეტად მოტივირებულია..." END Quote
ირანის მთავრობა ასევე ჩაბმულია მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიაში, ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ახლახანს, სოციალური ქსელის, ფეისბუქის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ 652 გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალეს, რომლებიც დაუდასტურებელ საქმიანობას ეწეოდნენ ირანში და მიზანში სხვადასხვა ინტერნეტ სერვისი ჰქონდა ამოღებული.
ასევე, ათასობით ირანის მთავრობასთან დაკავშირებული ანგარიში გამოიკვლია თვითერმაც, რომლებიც ყალბი ამბების გავრცელებაში იყვნენ ჩართულნი. თვითერმა გაავრცელა ასევე ინფორმაცია რომ "3 841 ირანის მთავრობასთან დაკავშირებული ანგარიშიდან, 770 გამოიყენებოდა რუსეთში, ხოლო დანარჩენი, თავად ირანში".
მეორე ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ ირანის მთავრობა რეგიონში დაძაბულობას ამძაფრებს, უმიზნებს გლობალურ ენერგო ბაზარს, ცდილობს ბაზარზე ფასების გაზრდას, რათა, შემდგომში, ყველაფერში ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშულოს;
მაგალითისთვის, ჩვენ ვხედავთ როგორ აწარმოებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები დემონსტრაციულად საბრძოლო რაკეტებს, როგორ ხდება ასევე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰესბოლას განლაგება სირიაში და ამასთან, ვართ ირანის მიერ დაფინანსებული ჰამასის რაკეტებით, ისრაელის განგრძობადი დაბომბვის მომსწრენი.
თეირანი, ვითარების დაძაბვას სპარსეთის ყურეშიც ცდილობს. ბრიტანული დროშით მცურავი Stena Impero-ს დაკავებაც, შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის შანტაჟის ნაწილია.
ჰორმუცის სრუტეში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული კორიდორია, უკვე საჭიროა, რომ გემებმა დასავლური საზღვაო ძალების თანხლებით გაიარონ. ირანის ბოლოდროინდელი საზღვარო გადაადგილების შემაფერხებელი ქმედებები და საუდის არაბეთის ნავთობზე თავდასხმა, ტრამპის ადმინისტრაციის განდევნის მორიგი მცდელობაა, რათა სანქციების თავიდან არიდება მოხდეს.
საფრთხე, რომელსაც ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უმზადებს, რეალური და ყურადსაღებია და მისი შეჩერებისთვის, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა საჭირო.