გეითსთოუნის ინსტიტუტის შესახებ

"მაშ სათანადოდ დავაფასოთ და მოვუფრთხილდეთ ცოდნის საშუალებებს. დაე ვბედავდეთ კითხვას, ფიქრს, თქმასა და წერას."
— ჯონ ადამსი

გეითსთოუნის ინსტიტუტი არაპარტიული, არაკომერციული საერთაშორისო საბჭო და კვლევითი ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, რომლებსაც მედია საშუალებები არასრულფასოვნად აშუქებენ. ესენია:

  • დემოკრატიის ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა;
  • ადამიანის უფლებები;
  • თავისუფალი და ძლიერი ეკონომიკა;
  • ჯარი, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება სამშობლობსა და თავისუფალ სამყაროში;
  • ენერგეტიკული დამოუკიდებლობა;
  • საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა ინდივიდუალური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თავისუფალი სიტყვის შესახებ.

გეითსთოუნის ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებს, ბრიფინგებს და ღონისძიებებს მისი წევრებისთვის და არა მარტო. ღონისძიებებში ასევე მონაწილეობენ მსოფლიო ლიდერები, ჟურნალისტები და ექსპერტები; ხდება ინფორმირება მიმდინარე მწვავე საკითხებთან დაკავშირებით, მათი ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და თუ ეს შესაძლებელია, გაიცემა საკითხის მოგვარების რეკომენდაციები.

გეითსთოუნის ინსტიტუტი გეგმავს წიგნების გამოცემას და ყოველდღიურად აქვეყნებს სტატიებს საიტზე gatestoneinstitute.org. სტატიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენის მოკავშირეებისთვის არსებული სამხედრო და დიპლომატიური საფრთხეები; ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები და მათი შესაძლო შედეგები; საერთაშორისო ორგანიზაციების გამჭვირვალობა და საიმედოობა.

გეითსთოუნის ინსტიტუტი ფინანსდება კერძო დონორებისა და ფონდების მიერ. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

ნინა როზენვალდი, პრეზიდენტი
ნაომი ჰ. პერლმანი, ვიცე პრეზიდენტი