მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიონი ასირიელი ქრისტიანი ცხოვრობს.
2003 წელს, ერაყის მთავრობის მიერ გაცხადებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2.5 მილიონი ასირიელი ქრისტიანი იყო, ანუ მოსახლეობის 10%. დაანრჩენი 3.5 მილიონი კი მიმოფანტულია ყველგან, ავსტრალიით დაწყებული, ევროპის ქვეყნებითა და ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული.
ასირიელი ქრისტიანები – ასურეთის იმპერიის მკვიდრთა შთამომავლები, პირველი ერია, ვინც ქრისტე მიიღო და ახლა ისინი ერაყის მკვიდრი მოსახლეობაა.
მიუხედავად უძველესი ცივილიზაციის შთამომავლებისა, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მათი სასაუბრო ენა არამეული, ანუ ქრისტეს სასაუბრო ენაა, ისინი თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ლტოლვილების სტატუსით ცხოვრობენ.
ქურთისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმდინარე ნაბიჯების დროს, ასირიულმა მსოფლიო საზოგადოებამ ჩამოაყალიბა ფორმალური მოთხოვნა, რომ მათ ერაყის კონსტიტუციასთან შესაბამისობით, გამოეყოთ არეალი თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდილოეთ ერაყში, ნინევიის დაბლობზე.
ბაიდენის გეგმის მიხედვით, საკითხმა წინა პლანზე წამოიწია და განხილული იქნა, როგორც ერაყის სამომავლო საკითხებიდან ერთ–ერთი ძირეული და მნიშვნელოვანი.
გეგმის მიხედვით, ქურთისტანი, ასირია, სუნიტური და შიიტური არეალები, ანუ დრამატულად სხვადასხვა ჯგუფები, უნდა დაიყონ თავიანთთვის განკუთვნილ სხვადასხვა ჯგუფებად.
მაშინ, როდესაც ერაყის სუნიტურ და შიიტურ არეალებში კორუფცია, ტერორი და სამოქალაქო დაძაბულობა მეფობს, ერაყის ქურთულ და ასირიულ, ჩრდილოეთ რეგიონებში გაცილებით სხვა სურათი გვაქვს. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოდ მთელი ერაყი. ცნობისთვის, ასეთი ვითარების დამკვიდრებას 4 888 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 35 000 კი დაშავდა.
როდესაც საუბარია ერაყის გათავისუფლებაზე, როგორც შეცდომაზე, გვავიწყდება სადამ ჰუსეინი და მისი ორი ვაჟი, რომლებმაც საშინელი ტერორი დაატეხეს თავიანთ ხალხს. თუკი ერაყში, რომელიმე სახლში სტუმრად შეხვალთ, ერთ ფოტოსურათს მაინც ნახავთ, რომელზეც მათი ის ოჯახის წევრია გამოსახული, რომელიც ჰუსეინის რეჟიმს ემსხვერპლა.
ასირიელი ქრისტიანებისთვის, ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხის წამოწევა წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს.
ესაიას მიხედვით, ასირიელებს, როგორც პირველ ქრისტიან ერს, წინ სამშობლოსთან დაკავშირებული ორი რამ ელით:
"მას დღესა იყოს გზა ეგვიპტით ასსურასტანელთა მიმართ და შევიდენ ასსურასტანელნი ეგჳპტედ და მეგვიპტელნი წარვიდენ ასსურასტანელთა მიმართ და ჰმონებდენ მეგვიპტელნი ასსურასტანელთა."
"მას დღესა იყოს მესამედი ისრაილისა მეგვიპტელთა შორის და ასსურასტანელთა შორის კურთხეულ ქვეყანასა შინა,"
"რომელსა აკურთხა უფალმან საბაოთ მეტყუელმან: კურთხეულ არს ერი ჩუენი ეგვიპტეს შინა და ასსურასტანელთა შორის და სამკჳდრებელი ჩემი ისრაილ."
ასირიელი ქრისტიანებისთვის არსებობს ისაიას ორმაგი წინასწარმეტყველება. პირველი, "ერთ დღესაც", მათ ექნებათ სახელმწიფო – ასირია. მეორე, მათი პარტნიორები იქნებიან ეგვიპტე და ისრაელი.
ასირიელთა დამოუკიდებლობა, როგორც ქურთისტანის დამოუკიდებლობა, ახლო აღმოსავლეთის პრობლემათა შესანიშნავი გადაწყვეეტა იქნებოდა.
პირველ რიგში, იგი დააბრუნებდა ასირიელ ქრისტიანებს, ხალხს, რომელთაც არ სურთ იყვნენ გაფანტულნი მსოფლიოს ყველა წერტილში, ავსტრალიიდან დაწყებული, ევროპის ქვეყნებით გაგრძელებული და დასრულებული ამერიკის შეერთებული შტატებით. მათ უბრალოდ სურთ, რომ სამშობლოში იცხოვრონ.
ეს არის ლტოლვილთა პრობლემების გადაჭრის გზა, საუკუნოვანი დევნის შემდეგ. მხოლოდ ასირიელ ქრისტიან ლტოლვილებს კიარ შეეძლებოდათ დარჩენილიყვნენ იქ, სადაც არიან, არამედ როგორც ებრაელებს, მათ შეეძლებოდათ დაბრუნებულიყვნენ სახლში.
მეორე, ჩვენ ვალში ვართ იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებმაც თავი შესწირეს ერაყის გათავისუფლებისთვის ბრძოლას. მათგან 4 888 დაიღუპა, 35 000 კი ბრძოლაში დაიჭრა.
როდესაც ერაყის არაბული ნაწილი კატასტროფაშია ჩაბმული, ამ დროს ჩრდილოეთ ერაყის მესამედი, რომელიც ქურთისტანს და ასირიას მოიცავს, წარმოადგენს "გორაკზე აღმართულ ნათელ ქალაქს" ახლო აღმოსავლეთში, სწორედ ეს ადგილებია ახლო აღმოსავლეთისთვის იმედისა და სიკეთის მომცემი.
გამოდის, რომ ესაიას ხსენებულ წინასწარმეტყველებას შეუძლია ერთგვარ გამოსავლად იქცეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გადაჭრის გზაზე – არაარაბი ხალხის ერთობას შეუძლია დაამყაროსს რეგიონის ნაწილში სრული სტაბილურობა
დღეს ქურთისტანი. ხვალ ასირია !
ასირიელი ქრისტიანი მღვდელი, ჩარბელ აეზო აღავლენს აღდგომის ლიტურგიას წმინდა იოანეს ტაძარში, ქრისტიანულ ქალაქ ქარაქოშში, 2017 წლის 16 აპრილი, ქალაქ მოსულის მახლობლად, ერაყი. |